თამაშის აღწერა: სიცოცხლის ხე – ყველა დროის და ხალხის უდიდესი გამოცანაა. ასობით წლის განმავლობაში მზად იყო ხალხი ნებისმიერი მსხვერპლი გაეღო მის საპოვნელად. დროება შეიცვალა, მაგრამ კაცობრიობის ბუნება იგივე რჩება. ამის დამადასტურებელი საბუთია - ახალგაზრდა არქეოლოგი სილვია ლერო (Sylvie Leroux) რომელიც მოგზაურობაში მიდის. მიზანი იგივეა - სიცოცხლის ხის პოვნა. თავის ძიებაში სილვია ისეთ გამოცანებს წააწყდება რომლებზეც ვერასდროს იფიქრებდა. ვინაა Count of St. Germain? რა აკავშირებს ხომალდ ”მარია ცელესტას” ეკიპაჟის საიდუმლოებით მოცულ გაქრობას კონკისტადორების საიდუმლოებასთან? ამ კითხვებზე პასუხს სილვია მიიღებს ვენეციის, ქაიროს და გიბრალტარის სანაპიროზე მოგზაურობის დროს.